ოპიზაში იოანე ნათლისმცემლის სახელობის პატარა ეკლესიაში წმინდა მამები შეკრებილიყვნენ. მათ წინამძღვარ ამბა-გიორგის მონაზონთა საძმო შეექმნა.
მეტად გაახარა მეუდაბნოე მამები ღირსი სტუმრების გამოჩენამ. დიდი პატივით მიიღეს ოთხი ყმაწვილი ოპიზელმა მამებმა და იქვე დააბინავეს.
ორი წელი ცხოვრობდნენ გრიგოლი და მისი მოწაფეები ოპიზაში. დაუღალავად შრომობდნენ მასპინძლებთან ერთად და სამონაზვნო ღვაწლსაც არ ივიწყებდნენ.
მაგრამ გრიგოლს არ ასვენებდა უდაბნოში წასვლის სურვილი. მას უნდოდა, იმ ბერებივით ეცხოვრა, რომლებიც განმარტოებით დაეყუდებიან ხოლმე და საზრდოდ მწვანილს, ხილსა და ცოტაოდენ პურს ჯერდებიან, მდუმარებას ინახავენ და თავდაუზოგავად შრომობენ, არ იციან ამპარტავნება და მრისხანება.
ფიქრობდა ასეთ ღვაწლზე გრიგოლი და მოთმინებით ღვთის ნიშანს ელოდა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |