მაშინ ქვეყანას გულმოწყალე და კეთილმორწმუნე მეფე აშოტ კურაპალატი მართავდა. მას არაფერი სმენოდა გრიგოლ ხანძთელზე, რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი საქმე წამოეწყო ტაო-კლარჯეთში.
მეფისა და წმინდა მამის გაცნობა ბრძენმა, მდიდარმა და კეთილშობილმა აზნაურმა, გაბრიელ დაფანჩულმა, იტვირთა. რომელიც, თავის მხრივ, შეწევნას არ აკლებდა უდაბნოში მოღვაწე ბერებს:
- მოძღვარო, - გაცნობისთანავე სთხოვა მან გრიგოლს, - ჩვენ მდიდრები ვართ, თქვენ კი სულიერად მდიდრები. მოდით ეს ორი რამ შევაზავოთ. თქვენ სულის ცხონებაში დაგვეხმარეთ, ჩვენ კი ნივთიერად შეგეწევით.
მართლაც, გრიგოლმა დალოცა გაბრიელის კეთილმორწმუნე ოჯახი და ეკლესიაში სამარხსა და წირვა-ლოცვის დროს მოხსენიებას შეჰპირდა.
გაბრიელმა სთხოვა გრიგოლს, მოენახა ადგილი, სადაც დედათა მონასტერს ააგებდა, რათა მათი შთამომავალი ქალებისთვისაც მოემზადებინა საძვლე. ასე ააგო გრიგოლმა დედათა მონასტერი, რომელსაც გუნათლის ვანი უწოდა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |