გრიგოლის მოწაფეები ზეცის ანგელოზებს ჰგავდნენ. მრავალი მათგანი სახელოვანი ადამიანიც გახდა. გრიგოლი ათასგზის აწონ-დაწონიდა, სანამ მათ დამოუკიდებლად მოღვაწეობის უფლებას მისცემდა. ხოლო თუ რომელიმე მათგანს ამის ძლიერ სურვილს შეატყობდა, ხელს აღარ შეუშლიდა. იგი ისე ზრუნავდა საკუთარ მოწაფეებზე, როგორც მამა ზრუნავს შვილებზე.
ერთხელ მონასტრიდან თეოდორე და ქრისტეფორე გაიპარნენ. მათ დამოუკიდებლად სურდათ მონასტრების აშენება. ამ ამბავმა გრიგოლი მეტად შეაშფოთა. ის არც კი დაფიქრებულა, ისე გაეშურა მოწაფეების საძებნელად და როდესაც უვნებელნი ნახა, მეტად გაიხარა.
თეოდორესა და ქრისტეფორეს აფხაზეთისთვის შეეფარებინათ თავი, თანაც მოძღვრის შიში და რიდი უკლავდათ გულს.
აფხაზთა მეფე დემეტრემ პატივით მიიღო მოწაფეთა საძებნელად წამოსული წმინდა მამა, თანაც ძვირფას სტუმარს იმ მიდამოებში მონასტრის აგება სთხოვა, გრიგოლიც დათანხმდა. მან მონასტერი ააგო, უბეი უწოდა და მამასახლისად იერუსალიმიდან მოსული ილარიონი დაუდგინა.
გრიგოლმა თავისი საღვთისმეტყველო წიგნებიც იქვე დატოვა, რადგან იმხანად იმ მხარეში ასეთი წიგნები არ მოიპოვებოდა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |