სახელოვანი ადამიანები გახდნენ გრიგოლის მოწაფეები არსენი და ეფრემი. პირველად, როდესაც ეს ყმაწვილები მონასტერში მივიდნენ, ძმობის წევრები შიშობდნენ ახალმოსულების მიღებას, მაგრამ გრიგოლმა ისინი დაარწმუნა, რომ ახალგაზრდების მონასტერში მიყვანა დიდი მადლია და არსენი და ეფრემი აღსაზრდელად თეოდორესა და ქრისტეფორეს მიაბარა.
ყმაწვილები წამოიზარდნენ. არსენი ქართლის კათალიკოსი გახდა, ხოლო ეფრემი აწყურის ეპისკოპოსი.
არსენის კათალიკოსად დადგენის საქმეში გრიგოლს დიდი წვლილი მიუძღვის. ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე, სადაც არსენი კათალიკოსად უნდა დაედგინათ, დიდი განხეთქილება მოხდა - არსენი და ეფრემი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გრიგოლი კრებას არ ესწრებოდა, მაგრამ როდესაც ეს ამბავი შეიტყო საქმეში ჩაერია, ეფრემი დააშოშმინა, დაარწმუნა, რომ არსენის კათოლიკოსობა უფლის ნება იყო და, რაღა თქმა უნდა, ამის შემდეგ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ეფრემს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ეკლესიის წინაშე. მისი ბრძანებით, მირონი იერუსალიმიდან აღარ მოჰქონდათ, საქართველოს ეკლესიამ მირონის კურთხევის უფლება თავად მიიღო, ხოლო წირვის დროს “კვირიელეისონ”, რაც ნიშნავს “უფალო შეგვიწყალე” ქართულად ითქმებოდა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |