ჯავახეთის კრება აშოტ კურაპალატის შვილის გუარამ მამფალის ინიციატივით მოიწვიეს. გრიგოლის გამოსვლის შემდეგ, პურობისას მან ეპისკოპოსებს ჰკითხა:
- მითხარით, წმინდანნო ღმრთისანო, შეუძლია თუ არა ღვთისმეტყველებაში კარგად გარკვეულ ერისკაცს, რომელიც იერუსალიმში ან სხვა წმინდა ადგილას ქრისტიანობისთვის სასიკეთო რაიმე წესს ნახავს, რომელიც ჩვენში არ არის დამკვიდრებული, თავისი ნებით ერს აუწყოს?
- ნავს მისთვის განკუთვნილი ტვირთიც ეყოფა, - მიუგეს ეპისკოპოსებმა ხელმწიფეს. - თუ ამ ტვირთს დაამძიმებ, ნავი ჩაიძირება, თუ შეამსუბუქებ, მას ქარი წაიღებს.
ქრისტიანობაშიც ასეა. და თუ ვინმე ერისკაცი რაიმე ახალ წესს გაიგებს, უმჯობესია დადუმდეს და თუ დუმილს ვერ შეძლებს, ამის შესახებ ეპისკოპოსს აუწყოს, - იყო წმინდა მამათა პასუხი.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |