გრიგოლი ერთი სასწაულმოქმედი მოწაფე ეპიფანე ჰყავდა. მას ლოცვით შეეძლო, ავადმყოფები განეკურნა და ადამიანები სიკვდილისგან ეხსნა.
ერთხელ, ზაფხულში, ეპიფანე ძმებთან ერთად მონასტერში ბრუნდებოდა. დაღლილმა მგზავრებმა შეისვენეს და საგზლად დასხდნენ. ამავე გზაზე ერთმა ქალმა გამოიარა, თან უმშვენიერესი შვიდი წლის ყმაწვილი მოჰყავდა.
საუბედუროდ, ბავშვს სასიკვდილო სენი შეყროდა. დედა შვილს გულში იკრავდა და თან მწარედ ტიროდა. ეპიფანე რომ დაინახა, ქალმა მის ფეხებთან დააწვინა ყმაწვილი და შვილის გადარჩენა შესთხოვა წმინდანს.
ეპიფანე მუხლებზე დაეცა, შეღაღადა ღმერთს და ბავშვს ჯვარი გადასახა. უეცრად გამოჯანმრთელდა ყმაწვილი, მხიარული ფეხზე წამოხტა და დედასთან მიირბინა.
ასე განკურნა სასწაულმოქმედმა მამამ მრავალი ავადმყოფი - თავისი ხელისნაბანი წყლით ბრმა გოგონას თვალებიც კი აუხილა.
ერთხელ გრიგოლმა გადაწყვიტა, თავისი მოწაფეებისთვის თავმდაბლობის მაგალითი ეჩვენებინა. მან იხმო ეპიფანე და საღამოს წირვის ჩატარება უბრძანა. შეიმოსა მღვდელი და რიტუალის აღსრულებას შეუდგა.
შუა ლოცვის დროს გრიგოლმა ის შეაჩერა და წირვისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის გახდა უბრძანა. ეპიფანე უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვარს და სამღვდელო სამოსი გაიხადა. ახლა გრიგოლმა ისევ შემოსვა და წირვის გაგრძელება უბრძანა. ხუცმა არნახული მორჩილებით შეასრულა მოძღვრის ბრძანება და კვლავ წირვას შეუდგა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |