გრიგოლი განსაცვიფრებელი მეხსიერებით გამოირჩეოდა. იგი ყველა სადღესასწაულო წირვას ზეპირად ატარებდა.
მან საკუთარი ხელით დაწერა ხანძთის საწელიწადო იადგარი. ასევე ზეპირად იცოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და წმინდა მოძღვართა წერილობითი თუ ზეპირი გადმოცემები.
სიბრძნისა და განსწავლულობის გამო გრიგოლ ხანძთელს ხშირად სტუმრობდნენ კლარჯეთის უდაბნოს წმინდა მამები და მონასტერთა წინამძღვარნი. თავად გრიგოლი კი ხანძთასა და შატბერდს შორის მიმოდიოდა.
ხელმწიფემ და დიდებულებმა გრიგოლის ეპისკოპოსობაც განიზრახეს, მაგრამ წმინდა მამამ არ ინდომა და ეს შემოთავაზება ხორციელ პატივად მიიჩნია.
მას ხომ იესო ქრისტემ წარუშლელი დიდების პატივად უდაბნოთა შენება მომადლა, ეს მადლი კი მთელ ქვეყანას მოეფინა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |