ერთხელ გრიგოლი და ორი ბერი შატბერდის მახლობლად იმყოფებოდნენ. უეცრად მათთან ირემმა მიირბინა და წმინდა მამას თავი ხელებზე მიადო.
თურმე საცოდავი ცხოველი მონადირეებს გაურბოდა, რომლებიც მის დაჭერას ლამობდნენ.
გრიგოლმა ასე ანუგეშა უმწეო არსება: “ნუ გეშინია, ქრისტეს სახელით მტერი ვერაფერს გავნებს”.
ეს რომ მონადირეებმა დაინახეს, ადიდეს უფალი, გრიგოლმა აკურთხა ისინი და დააპურა, ირემი კი გაუშვა.
ერთხელ გრიგოლი ლოცულობდა, როდესაც მასთან სენაკში ოთხი გარეული თხა შევარდა.
ღირსი მამა მყისვე მიხვდა ცხოველების მოსვლის მიზეზს - ისინიც მონადირეებს გაურბოდნენ. გრიგოლმა დააპურა ცხოველები და გაუშვა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |