ერთხელ გრიგოლი თავის სენაკში იყო. გამთენიისას დეკანოზმა მნათეს უბრძანა, წასულიყო და ენახა, ეღვიძა თუ არა მოძღვარს. რამდენიმე წუთში დეკანოზს მნათეს ყვირილი შემოესმა.
მიშველეთ, დამეხმარეთ, მამა გრიგოლის სენაკს ცეცხლი უკიდია!
მნათეს სენაკიდან გამომავალი ნათება დაენახა, ხანძარი ეგონა და ამიტომაც უხმობდა მაშველს.
- დამშვიდდი, ეს ცეცხლი არ არის, - აუხსნა დეკანოზმა. - ეს სულიწმიდის მადლია, ასე რომ ანათებს.
მოგვიანებით დეკანოზმა თავადაც იხილეს სასწაული. მამა გრიგოლი ლოცულობდა, როდესაც მისი სხეულიდან ჯვრის ფორმის ნათება გამოვიდა.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |