გრიგოლი 102 წლისა გახდა, მაგრამ ვერაფერს შეატყობდით, არც მხედველობა დაჰკლებია და მხნედაც იყო. ის ხომ ლოცვისა და მარხვის გარდა ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა.
ბოლო დროს ნეტარი მამა შატბერდის მონასტერში დამკვიდრდა. როდესაც სიკვდილის მოახლოება იგრძნო, გრიგოლმა ხანძთაში მოისურვა წასვლა, იქ, სადაც პირველად დაარტყა უდაბურ მიწას ცხოველმყოფელი წერაქვი. იქ, სადაც ჩაიყარა ტაო-კლარჯეთის აღორძინების ნერგი.
გრიგოლმა იხმო მოწაფეები და თავისი აღსასრულის მოახლოება აუწყა, უკანასკნელად აკურთხა ისინი და წირვა-ლოცვისას მოხსენიება სთხოვა.
როდესაც საუბარი დაასრულა, ნათლით შეიმოსა და ირგვლივ საკმევლის სურნელი დადგა.
ნეტარი გრიგოლის ცხოვრება ხანძთის მონასტერში დაიწერა. აქ მოთხრობილი ამბები კი მისმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა შემოგვინახეს.
სასკოლო ლიტერატურა ... ... გრიგოლ ხანძთელი / შინაარსი |