თარგმანი აკაკი წერეთლისა
ქვის ქვეშ გველი იკლაკვნოდა, ქვეყანაზე გულმოსული. იქვე ახლოს კრავი სძოვდა და უწმინდურს ეცა სული.
გვერდში არჭო შხამ-ისარა, შხამი სისხლში გადავიდა და მთელ ტანში დაუარა.
დაკბენილი ჭრელი კრავი და გველს ჰკითხა: „რას მერჩოდი და ან ცუდი რა გიყავი?“
მაგრამ კბენა მე მაქვს წესად... რა ვიცი, რომ არ მოდიხართ სუყველა ჩემს გასასრესად?“
მეტი სხვა რამ არ ჰქონია, თუ სუყველა იმას არ მტრობს სასიკვდილოდ, არ ჰგონია! |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |