თარგმანი აკაკი წერეთლისა
ერთ ბაღში, ღობის მახლობლად, თავი ამოჰყო სვიამა და ახლოს სარი რომ ნახა, გადაუხვია... იამა.
ეგრიხებოდა ნელ-ნელა, დაბლიდან შეჰყვა და წვერში შეჩერდა, გადუყელყელდა
რა კარგი რამ ხარ საროო?! შენთან ვერ მოვა ვერც ე, ის, აგერ რომა დგას საროო!
ფოთლებში გახვეულიო, შტოებიცა აქვს და მაინც ვერ აქვს საგულეს გულიო.
თოვლი ძირს უხრის თავსაო; ჭექა-ქუხილის შიში აქვს, სეტყვისგან ელის ავსაო.
არ ეპუები ავდარსო; ყოველ ხეს სჯობხარ სიკარგით, შენ შემოგევლონ სულ გარსო!’
გამოაყრუა ქებითა, და თანაც გარს ეხვეოდა თრთოლვით და მოწიწებითა.
პატრონმა სარი მოთხარა. და მის ადგილზე გადმორგო ბაღში საროს ხე პატარა.
ისე გულდაგულ ლანძღავდა. ხემ გაიხარა და მალე ფესვიც გაიდგა... აყვავდა.
როგორც პირმოთნე მსახური, შემოეხვია, დაუწყო იმასაც ქათინაური:
თქვენი აქ მობრძანებაო! რომ მაგონდება ახლაც კი, აქამდი მეცინებაო,
ერთი გამხმარი სარიო, უქერქო, უფშტო, უფოთლო, წოწოლა საზიზღარიო!“
პირმოთნე სვიამ საროსა, რომ დააჯეროს როგორმე და თავი შეაყვაროსა.
გრეხია სვია-კაცუნა!.. ძაღლივით ჰგორვენ ყველას-წინ, თუ ხელი მოუცაცუნა. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |