ერთმა ქორმა იხვი შეიპყრო და შეჭმა მოისურვა.
იხვი ეგრევე უვნებელი და ცოცხალი ეჭირა კლანჭებში, როცა ზევიდან მონადირისაგან შეშინებულმა კაკაბმა ჩამოუფრინა.
ქორი წაეტანა, ამასაც დავიჭერო, მაგრამ იხვი კლანჭებიდან დაუსხლტა და თავს უშველა. ქორი ვეღარც კაკაბს დაეწია და ორივე დაკარგა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი