მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 57232 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთმა სამართლიანმა, მოწყალე და მდიდარმა მეფემ, როცა დაბერდა, შვილს მეფობა უბოძა და უთხრა: 

- შვილო ჩემო! ჩემს მაგივრად შენ იმეფე, და მე ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემს სალაროს (ხაზინა) ხელს ნუ ახლებ და როცა მოვკვდები, ჩემი სულისათვის გლახაკებს დაურიგეო! 

შვილმა მოუსმინა და დაიწყო მეფობა. ისეთი სამართლიანობა და სიკეთე გამოიჩინა, რომ მამის მეფობა ყველას დაავიწყა. დღისით ცხენზე არ ჯდებოდა, ღამით ამხედრდებოდა ხოლმე, წავიდოდა და ლამპარს წინ კი არ გაიმძღვარებდა, უკან მიიდევნებდა. ყველას უკვირდა მისი ამგვარი საქციელი, მაგრამ თქმას ვერავინ აკადრებდა. 

ერთ დღეს მამამ შვილის მეფობის ამბავი იკითხა:

- როგორ მეფობსო? 

მათ ყოველივე მოახსენეს, შეუქეს შვილის მეფობა, თუმცა არც ღამე სიარულისა და ლამპრის უკან მიდევნების ამბავი დავიწყებიათ. 

მამამ თავისთან მოიხმო შვილი და უთხრა:

- შვილო, შენი დიდი ქება მესმის, მაგრამ თუ ღამით სიარული გიყვარს, ლამპრის უკან მიდევნებას მისი წინ წამძღვარება არ გირჩევნიაო?!

შვილმა მოახსენა:

- დღემდე ვერ შემოგკადრე, თორემ ეს საქმე მისთვის ვქენი, რომ ის სჯობს, სალარო სიცოცხლეშივე წინ წაიმძღვარო და გლახაკებს უბოძო, თორემ სიცოცხლის მერე გაცემული, უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო. 

ეამა მეფეს შვილის სიტყვები და ყველაფერი გასცა. დაუმადლა შვილს და თქვა:

- უმჯობესია, ადამიანმა ყოველივე კეთილი საქმე სიცოცხლეში მოიმოქმედოს, და სიკეთის ქმნა დააჩქაროსო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ