მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8095 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბურსაში ერთი დიდებული, მდიდარი, ღვთისმოყვარე და ბედნიერი დიდვაჭარი ცხოვრობდა. ერთხელ ტრედი (მტრედი) მოფრინდა, მისი სახლის კედელში ჩარჭობილ პალოზე ბუდე გაიკეთა და ხუნდები გამოჩეკა. 

ერთ დღეს ნახა მომავალი დიდი ქარავანი და კაცი მიაგება, მოიყვანა და თავისთან ახლო დააყენა. ქარავნის უხუცესი ერთი ყრმა კაცი იყო, ინდოეთიდან წამოსული, დიდვაჭრის შვილი. მამას ასი აქლემის საპალნე დარიჩინი და მიხაკი გამოეტანებინა და ასე დაერიგებინა: ერთს კაცს მიჰყიდე და ერთიანი ფასი აიღე: ან ფლური (ოქროს ფული), ან მარჩილი (ვერცხლის ფული), ან ასლანიო (თეთრი ფული). 

ვაჭარმა ეს ყველაფერი უამბო და თქვა: მამის ბრძანებას ვერ გარდავალ და ვინ იქნება ისეთი, რომ ასე ერთიან ფასად იყიდოსო? 

ბურსელმა დიდვაჭარმა უთხრა:

- მე ვიყიდი, როგორი ფასი გინდაო? 

ინდოელმა ვაჭარმა გამოსცადა და უთხრა:

- სრულად ასლანი მინდაო. 

ბურსელმა ვაჭარმა უბრძანა მსახურთ და გადასახდელი ფასის ღირებულება, ასლანი სრულად შეაგროვეს. 

მაშინ ინდოელმა ვაჭარმა თქვა:

- არა ეგ არ მინდა, სრულად მარჩილი მინდაო. 

დაცალეს მისი ტვირთები და მარჩილით აავსეს. მერე ინდოელმა ფლური მოინდომა. ინდოელი ვაჭარი ბურსელ ვაჭარს ამიტომ სცდიდა, რომ უნდოდა შეეტყო რა ქონების პატრონიაო.

ბურსელ ვაჭარს აბანოს შენება უნდოდა. კირი მოზელილი მზად ჰქონდა და როცა ინდოელი ვაჭარი მოვიდა, ნაყიდი ასი საპალნე დარიჩინი და მიხაკი დაანაყვინა და კირში გაურია; აბანო ააშენა, სტუმარი აბანავა, დაასაჩუქრა და გაისტუმრა. 

ინდოელი ვაჭარი წავიდა და დიდად გაკვირვებული დარჩა მისის სიმდიდრისაგან. 

გავიდა დრო და ტრედი და მისი ხუნდები ყველანი დაიღუპნენ. მას შემდეგ, პალოზე ტრედს ბუდე აღარ გაუკეთებია და აღარც სახლში შემოსულა. 

ვაჭარმა თქვა: დღეს ვნახე, რომ ჩემი ბედი უკუღმა დატრიალდა, ქონებას დავკარგავო. 

ვაჭრობიდან ხელი აიღო, სალაროები დაბეჭდა, გლეხურად შეიმოსა, აღარც ცხენზე შეჯდა და ფეხით წავიდა. ბევრი იარა, ძალიან დაიღალა და მიეგდო მოსასვენებლად ერთ ადგილზე. მოვიდა სოფლის ხვასტაგი (საქონელი), ერთმა ვირმა ზედ ვაჭარზე გადაილაჯა და ზედ დააშარდა. დიდვაჭარმა თავი არ აარიდა; თქვა: ვიცი ჩემი ბედი უკუღმა დატრიალდა და ამასაც მივიღებ, თორემ განა სხვას ადგილს ვერ ნახავდა, ჩემთვის არ დაეშარდაო?

ადგა გზა გააგრძელა. ბევრი იარა და მივიდა ინდოეთში. დაიწყო გლახაკობა (მათხოვრობა). ბაზარში იყო, როცა ინდოელი ვაჭრის შვილმა, რომელმაც დარიჩინი და მიხაკი მიჰყიდა, იცნო, ორი ფლური მისცა და მონას უბრძანა ჩემს სადგომში მიიყვანეო. 

როცა დაღამდა, მივიდა და ჰკითხა:

- რა დაგმართნია, რა გაგიჭირდაო? 

ბურსელმა ყოველივე მოუყვა. როცა სიმართლე გაიგო, შვილი მივიდა და ყველაფერი მამას უამბო, რომელმაც დიდად გაიხარა და ბურსელი დიდი პატივით მიიღო.

ღმერთმა მისი სასჯელი და ესოდენი დიდი გაჭირვება შესაწირად მიიღო და ბედი წაღმა დაუტრიალდა.

სახლში, სადაც ბურსელი ცხოვრობდა, ისევ შემოფრნდა მტრედი და პალოზე კვერცხი დადო. მიხვდა ვაჭარი, რომ უკუღმართი ბედი წაღმა მოუბრუნდა; გამოეთხოვა მასპინძელს, დაბრუნდა შინ და ისევ ვაჭრობას მიჰყო ხელი.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ