ერთ ადგილზე მძორი (ლეში) იდო თავს და შვიდი-რვა ძაღლი ეხვია; სჭამდნენ მძორს, იღრინებოდნენ, ერთმანეთს ექიშპებოდნენ და კბენდნენ.
დანახეს მომავალი მგელი და ქიშპობა, ღრენა და კბენა მაშინვე დაავიწყდათ; ყოველი მხრიდან ერთად შეუტიეს და მგელი გააძევეს.
გააძევეს თუ არა მგელი, დაბრუნდნენ და ისევ მძორის გამო დაიწყეს ერთმანეთის კბენა და ღრენა.
რამდენჯერაც მხეცს ნახავდნენ, ერთიანად შეუტევდნენ და მერე ისევ შუღლობდნენ (ექიშპებოდნენ) ერთმანეთს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი