მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9078 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ერთი გლახაკი კაცი, რომელსაც მჭლე (გამხდარი) ვირი ჰყავდა. ერთხელ ვირი გაიპარა და მთაში წავიდა გასასუქებლად. გასუქებული უკან, პატრონთან დაბრუნდა. 

დიდად ეამა პატრონს და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში და დაფქვიო. 

ცოლმა უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და უკან დაბრუნდა, იმას როგორ ვერ იზამს, რომ კაცის გარეშე დაფქვას და მოიტანოსო? 

დაუჯერა გლახაკმა ცოლს, ვირს ჯოხი დაჰკრა და გაუშვა. წავიდა ვირი და ვიღაც კაცმა წაიყვანა, ვინ იცის! 

გავიდა ერთი კვირა. ვირი აღარ დაბრუნდა. წავიდა ვირის პატრონი, მივიდა მეწისქვილეთან და ჰკითხა: ვირი გამოვგზავნე შენთან საფქვავით და სად არისო? 

მეწისქვილემ ჰკითხა: ვის გამოატანეო? 

ვირის პატრონმა უთხრა: ჩემი ვირი ისეთი ჭკვიანი იყო, კაცის გამოყოლა არ უნდოდაო. 

მეწისქვილე ხრიკიანი (ყალთაბანდი) ვინმე იყო, მიხვდა ვირის პატრონის სიბრიყვეს და მის ზემოთ, ერთი ქოსა მეწისქვილე იყო, - იმასთან მიასწავლა: "აქ რიგმა არ მოუწია და მასთან გავგზავნეო", იცოდა, ქოსა მეწისქვილე ძალიან ეშმაკი იყო და უკეთეს ხრიკს მოიფიქრებდა..

მივიდა ვირის პატრონი ქოსა მეწისქვილესთან და ვირის ამბავი ჰკითხა. 

ქოსა მეწისქვილემ უთხრა: აქ იყო შენი ვირი და საფქვავი დაფქვა, მე ასეთი ჭკვიანი ვირი არ მინახავს! ერთი შავი ჯოროსანი, ოქროთი აკაზმული კაცი მოდიოდა, მისი ჯორი ფქვილით იყიდა. მერე შეჯდა ზედ და ზანგას (ქალაქი) ჩავიდა. იქაური ყადი მომკვდარიყო და ყადად შენი ვირი დასვეს, იქ მონახეო!

დაუჯერა ვირის პატრონმა და ზანგას წავიდა. დაინახა ყადი ოქროთი აკაზმულ შავ ჯორზე ზის. ქოსა მეწისქვილის სიტყვა ენიშნა - შავი ჯორი იყოო. 

მივიდა ყადთან და უთხრა: მე ვერ მიცანიო? 

ყადი რას იცნობდა, პასუხიც არ მისცა. 

ვირის პატრონმა უთხრა: ჩემი ვირი ხარ, და ასე მალე როგორ გაამპარტავნებულხარო? 

ყადმა ეს რომ მოისმინა, ვირის პატრონი სცემეს, თავი გაუტეხეს და გააძევეს. 

როცა ყადი ტარუღასთან (პოლიციის უფროსი) მოვიდა, ვირის პატრონიც მივიდა და იჩივლა: ეს ყადი ჩემი ვირია, საფქვავი მაგ ჯორში გაუცვლია, გამომეპარა და აქ ყადად დამჯდარაო. 

ყადმა თქვა: რას ამბობ? აქ ხომ ყველანი მიცნობთ? ჩემი მამა-პაპანი აქ დაბერებულან, რად არ გააძევებთ მაგ კაცსო. 

ვირის პატრონმა თქვა: მოსამართლენო! ჩემს ვირს ორივე ბარკლებზე შიგნიდან დაღი აზის. თუ ეს ნიშანი ჰქონდეს, ჩემი ვირია და მომეცით, თუ არა და - ვსტყუიო. 

ყადს თურე ქარი (კანის დაავადება) სჭირდა და ორივე ბარკალზე შიგნით გამონაყარი დარჩენოდა. ყადს საცვალი ჩაჰხადეს, ნიშანი ნახეს. გამტყუნდა ყადი, სამართლით ვირად აღიარეს! და ვირის პატრონს მისცეს.

ყადი შეეხვეწა: შენც იცი, რომ რეგვენობით (სიბრიყვით) მედავები. ჩემთან ხელი არა გაქვს, მაგრამ ამ ჯორს თავისის აკაზმულობით მოგცემ, შენს ვირს ხომ სჯობია და ნუღარ მარცხვენო. 

მისცა ყადმა ვირის პატრონს ქრთამად ჯორი ოქროს აკაზმულობით, მაგრამ ვირის პატრონმა ისევ დავა დაუწყო: ეს ჯორი ჩემი ფქვილით გაქვს ნაყიდი, შენ კი ჩემი ვირი ხარო. 

დაღონდა ყადი - რას გადავეკიდე ამ კაცსო. სხვა ვეღარაფერი მოიფიქა და ასი ფლურიც (ოქროს ფული) თავის თავში მისცა. 

შეჯდა ვირის პატრონი ოქროთი აკაზმულ ჯორზე და წამოვიდა თავის გზაზე.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ