მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10967 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სოფელში, უცხო მუშა კაცს იმდენი ქონება ჰქონდა დაგროვილი, რომ მისი რიცხვი არ იცოდა. 

ერთ დღეს, დილით დაიძახა: ვინც ჩემს ბედთან გამეგზავნება, რომ ჩემი ამბავი მიუტანოს, ას ფლურს (ოქროს ფული) მივცემო. 

არავინ გამოჩნდა. შუადღისას ისევ დაიძახა და ოცი ფლური აღუთქვა. ვერავინ იპოვა. საღამო ჟამს ერთი ფლური აღუთქვა. ერთი გლახაკი გამოჩნდა და უთხრა: მე წავალო. 

გლახაკმა არაფერი იცოდა, არც ვაჭრობა, არც მუშაობა; ქნარი იცოდა კარგად, უკრევდა ხოლმე და მღეროდა. 

გაგზავნა კაცმა გლახაკი და ასწავლა: ამა და ამ ადგილზე მრავალი კარავი დგას და ურიცხვი კაცი ტრიალებს. ერთი დიდი კარავია, იქ მყოფი კაცი მე მგავს და ისე მუშაობს, ოფლი წურწურით ჩამოდის. ჩემს მაგივრად უთხარი: ღმერთმა მადლი მოგანიჭოს, ნუღარ გაიჭირვებ, მე სამყოფი მაქვს, აწი შენც მოისვენე და მეც მომასვენე-თქო. ერთი ფლური მისცა და გაუშვა. 

მივიდა გლახაკი, იპოვა ის ადგილი, ნახა ის კაცი და დაბარებული უამბო. ეამა იმ კაცს, მადლობა მოახსენა და იმ ღამეს კარგად მოასვენა. 

მეორეს დღეს გლახაკმა თავისი ბედი იკითხა: რომელიაო? 

უთხრეს: ასკილის ძირას ჩანგით კაცი რომ ზის, იგიაო. 

მივიდა, მიესალმა და ჰკითხა: ჩემი ბედი შენ ხარო? 

მან უთხრა: მე ვარო. 

გლახაკმა უთხრა: დილით ასი ფლური რომ აღმითქვეს, რად არ მაცნობეო? 

ბედმა უთხრა: მაშინ ჩანგი გამიტყდა და ვაწებებდიო. 

გლახაკმა უთხრა: ოცი ფლური რომ აღმითქვეს, მაშინ რას შვრებოდიო?

ბედმა უთხრა: ახალ სიმს ვაბამდიო. 

გლახაკმა უთხრა: საღამოს ერთს ფლურზე რაღას აკეთებდიო! 

ბედმა უთხრა: მაშინ გავმართე ჩანგი და გაშოვნინეო. 

გლახაკმა ორძალი სთხოვა: მომეცი, მეც დავუკრაო. გამოართვა, დაჰკრა თავში და დაალეწა. 

ბედმა უთხრა: რას მირისხდები, რაც მე ვიცოდი, შენც გასწავლე და მეტი რა მექნა; შეუძლებელს ღმერთიც არ მოთხოვს კაცსო. 

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ