მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5807 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ისპაანში ერთი საბრალო კაცი ცხოვრობდა. ისეთი ფლიდი და გრძნეული ცოლი ჰყავდა, რომ იმისთანა არ იქნებოდა. ქმარს თავს სხვაგვარად აჩვენებდა: მუდმივად ყურანს კითხულობდა, დღეში ხუთს ლოცვაზე ნაკლებს არ იტყოდა, ნასვამი წყლით ხელს არ დაიბანდა, სულიერებას ჩემულობდა. 

კაცმა თქვა: რადგან ასეთი მლოცველი ცოლი მყავს, მეც მექაში წავალ და ორივე დაუყოვნებლივ სამოთხეში შევალთო. 

ერთ დღეს კაცი ბაღდადისკენ მიმავალ ქარავანს გაყვა. ქარავანი ქალაქთან ახლოს დადგა და კაცმა თქვა: რადგან ასე ახლოს დგანან, ამ ღამეს შინ მივალ და დილით ადრიანად ამათაც მოვუსწრებო. 

ცოლს ქმარი წასული ეგონა და საყვარელი სატრფიალოდ მიეწვია; როცა ქმარი ღამე კარს მიადგა, ნახა რომ ცოლი და საყვარელი ლხინობდნენ, ღვინოს სვამდნენ, როკავდნენ, მღეროდნენ და დაფდაფებს ცემდნენ. კაცმა უჩუმრად გაიარა და ისე წავიდა, მისი მოსვლისა და წასვლის ვერაფერი გაიგეს. ქარავანსაც დაეწია და წაყვა. 

ჩავიდნენ ბაღდადში და წყლის მზიდავად დადგა. დღე და ღამე წყალს ეზიდებოდა და ამით ფულს შოულობდა. ბაღდადის ქალაქში ასეთი ქურდობა შეიქნა, გაუძარცვავი სახლი არ დარჩა. აოხრდა ქალაქი და შეიქმნა ჩივილი. 

იწყინა ხალიფამ, დაიბარა ბაზრის მცველები და უბრძანა: თუ გიპოვიათ, ჩემს თავს ვფიცავ, ყველას სიკვდილით დაგსჯითო! 

წავიდნენ მცველები და სხვა რომ ვერავინ ნახეს, ისპაანელი კაცი შეიპყრეს. 

კაცმა ჰკითხა: რად შემიპყარით, რა შეგცოდეთო? 

მათ უპასუხეს: ამ ქალაქის განძი სრულიად მოიპარეს და შენ უნდა მოგკლათ, ქურდი შენ ხარო. 

კაცმა ვედრება დაუწყო: ერთი კვირა დამაცადეთ, თუ ქურდი ვერ ვიპოვნო, მაშინ მომკალითო. 

მათ თავდები სთხოვეს. აბა მისი თავდები ვინ გახდებოდა? ღმერთი დაუსახელა თავდებად და წავიდა. ორი-სამი დღე იარა. ნახა მაჰმადიანთა სჯულის თავი მოდიოდა, რომელსაც სადრს ეძახიან; წინ ორი კაცი მოუძღოდა და ცოცხით გზას ჰგვიდენ.

კაცმა იკითხა: ვინ არის ეს კაცი, მის წინ გზას რისთვის ჰგვიანო? 

უთხრეს: ამ ქვეყნის რჯულის თავია, ისეთი ღირსი და წმიდაა, რომ მისი ლოცვით დგას ეს თემი და წვიმა და მოსავალიც ამის ლოცვით მოდისო. 

წყლის მზიდავმა კაცმა თქვა: ამ ქალაქის მომთხრელი ქურდი ეს ყოფილაო და სადრის მხლებელებს შეერია. 

სადრი ხალიფას ეწვია, ნახა, გამობრუნდა და სადგომში მივიდა. 

კაცი უჩუმრად შინ შეყვა და ერთ სამალავში დაიმალა. 

როცა დაღამდა, ყველანი დაითხოვეს, ფარდაგები აკეცეს და საიდუმლო კარი ახადეს. თურე სახლის ქვეშ აკლდამა იყო და მთელი ქალაქის ქონება იქ იდო. ქვემოდან თორმეტი ქურდი ამოიყვანნეს, ღვინო ოქროს სურებით მოიტანეს და მოსალხენად დასხდნენ. 

სადრმა უბრძანა: ძმანო, ახლა რას მოინადირებთო? 

მათ მოახსენეს: სამი სალაროს მეტი აღარ არის და მათაც წამოვიღებთ: ერთი ხალიფასია, ერთი ვეზირის და ერთი ნაზირის. ამაღამ ნაზირს ვეწვევითო.

კაცი გამოიპარა და ბაზრის მცველებს ყველაფერი უთხრა. მათ არ დაუჯერეს და მაშინ კაცმა უთხრა: მე გამომყევით და თქვენი თვალით გაჩვენებთო! 

როცა სადრი ისევ ხალიფას სანახავად წავიდა და უკან დაბრუნდა, ორი მცველი უჩუმრად თან შეჰყვნენ, იგივე სამალავში დაიმალნენ და ყველაფერს სანათურით უმზირეს. იმ ღამეს ნაზირის სალარო გატეხეს. 

წავიდნენ მცველები, ხალიფას დააფიცეს, სიმართლისთვის არ მოგვკლაო და როცა ფიცი ჩამოართვეს, ყველაფერი მოახსენეს. ხალიფას ეწყინა. 

მცველებმა მოახსენეს: ხელმწიფევ, თუ თავს დაიმდაბლებთ და სამოსელს განოიცვლით, ყველაფერს თქვენი თვალით გაჩვენებთო. 

ხალიფა სხვა სამოსით შეიმოსა და მათ გაჰყვა. იმავე ადგილზე დაიმალნენ. ხალიფამ ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და დარწმუნდა, რომ მართალი უთხრეს. 

იმ ღამეს ხალიფას სალარო მოინადირეს. დაბრუნდა ხალიფა თავის სახლში; მეორეს დღეს სადრი მობრძანდა. 

ხალიფამ უთხრა სადრს: ყოველ დღე რომ ჩემს სანახავად ირჯები, სტუმრად მეც რატომ არ მიწვევ ხოლმეო? 

სადრმა დაიმადლა და ხალიფა მიიწვია. როცა მივიდა, სადილი მოართვეს. ხალიფამ ღვინო მოითხოვა. სადრმა თავი შორს დაიჭირა: ჩემს სახლში ღვინო რამ გაგახსენაო? 

მერე ხალიფამ ქურდობის ამბავი უთხრა: ამისთანა ქურდობა შეიქმნა, რა უნდა ვქნაო? 

სადრმა მოახსენა: ყველაფერი შენი უღონობით არისო. 

ხალიფამ ფარდაგები წამოაკეცინა, კარი იპოვეს და ქურდები ამოიყვანეს. შერცხვა სადრს. გამოათრიეს და რაც ეკადრებოდა ის გაუკეთეს. 

მერე ჰკითხეს ისპაანელ კაცს: როგორ იპოვე, როგორ გამოიცანიო? 

ისპაანელმა თავისი ცოლის ამბავი უამბო: ესეც მასავით ფლიდი იყო, ამით გამოვიცანი და ვიპოვეო. 

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ