მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16951 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სამი ძმები იყვნენ. ორი ბოროტი და ხარბი, მესამე მართალი და ღვთისმოსავი. გაიყარნენ. ავი ძმები ერთგან დადგნენ და კარგი ძმა ცალკე გააძევეს. 

წავიდა მართალი ძმა და ერთ ადგილზე დიდი ქილა ფლური (ოქროს ფული) იპოვა. ერთიანად ვერ ზიდა. წამოვიდა შინ და ღამე ცოლს უთხრა: ამა და ამ ალაგზე ქილით ფლური ვნახე, ხვალ წავალ, სახედარს წავიყვან და მოვიტანო. 

ძმები ერდოდან უმზერდნენ და ყველაფერი ესმოდათ. დახარბდნენ და იმ ღამესვე წავიდნენ, ხვალ ჩვენმა ძმამ არ დაგვასწროსო. მივიდნენ, ლამპარი აანთეს და ნახეს ქილა სრულიად გველითა და ღრიანკლით იყო სავსე. 

ძმებმა თქვეს: ჩვენმა ძმამ გვიღალატა. უნდოდა ჩვენ მოგვესმინა, მოვსულვიყავით და გველებს დავეკბინეთ, თორემ ჩვენს გასაგონად რატომ თქვა ეს ამბავიო. 

ძმებმა ქილას პირი მაგრად მოუკრეს, აიკიდეს და თქვეს: თუ ძმას ჩვენი სიკვდილი უნდოდა, ჩვენ თავის ცოლ-შვილით დავხოცოთო. 

წაიღეს ქილა და ბანიდან სახლში ჩაუგდეს. თქვეს: ქილა დაიმსხვრევა, გველი და ღრიანკალი სახლს მოედება და ყველას დახოცავსო. 

მეორეს დღეს გაეღვიძა მართალ ძმას და ნახა, გუშინდელი ფლურები სახლში უყრია. ძმებმა მისი დაღუპვა მოინდომეს, მაგრამ ღმერთმა ფლურები შინ გარჯის გარეშე მიუტანა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ