ერთი გლახაკი გზაზე მიდიოდა. ნახა შავი და წითელი გველი ერთმანეთს ებრძოდა; შავი გველი ერეოდა.
გლახაკმა თქვა: წითელ გველს სჭირდება დახმარება და მოვეხმარებიო.
მივიდა, შავ გველს ჯოხი დაკრა და მოკლა.
მივიდა წითელი გველი გლახაკთან, თავი დაუკრა, კალთას კბილით მოეჭიდა და გასწია. გლახაკი გაჰყვა. გველმა ერთ კლდოვან გამოქვაბულში მიიყვანა და ისეთი განძი აჩვენა, იმდენი მეფეს არ ექნებოდა.
გლახაკი გამდიდრდა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი