ერთი კაცი ძალიან ღარიბი იყო და ყოველ დღე ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა.
გავიდა ხანი, გლახაკს დიზენტერია დაემართა და მუცლის ტკივილმა ისე შეაწუხა, მიწას გლეჯა დაუწყო. როცა მიწას გლეჯდა, ერთი ქილა ფლური (ოქროს ფული) იპოვა.
გლახაკმა ღმერთი მადლი შესწირა და თქვა: დიდად მოწყალე ბრძანდები, მაგრამ ვიდრე კაცს სისხლს არ დაანთხევინებ, არაფერს მისცემო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი