მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5324 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩემი პაპა, აბდულ-აზიმი, დავრიში იყო; ქვენიერება კიდით-კიდემდე ჰქონდა შემოვლილი. ისეთი თილისმის ხელოვნებას ფლობდა რომ, მრავალ, უცხო და საკვირველ საქმეებს ჩადიოდა. თუ სადმე მიწაში, ან კლდეში რამე განძი მოიპოვებოდა და ზედ ძნელი თილისმა ედო, მოშლიდა, განძს ამოუღებელს არ დატოვებდა და გლახაკებთან ერთად ინაწილებდა.

ერთ დღეს ერთი გამოქვაბულის კარზე თილისმის ნიშანი ნახა და დაუწყო ჩხრეკა. 

გზაზე მრავალი უცხო თილისმა ნახა. პირველად ხმალი შეხვდა და მოშალა. მერე მდუღარე წყალს მიადგა, რომელზეც ვერ გაივილიდი, მაგრამ დააშრო და გადაიარა. შემდეგ სპილენძის მაიმუნი შეხვდა, სასტიკი მებრძოლი, ისიც დაამარცხა. ბოლოს ვერცხლის წყლის ტბასთან მივიდა, რომელზეც ბილიკით ვერ გადავიდოდა. ვეცხლის წყლის დაშრობა ძალიან ძნელია, მაგრამ ისიც გადალახა. 

მიადგა პატარა სახლს და შევიდა. დაბეჭდილი ზარდახშა იდო, გახსნა და ნახა ერთი ბალნით და ჩალით დაწნული ქუდი, ერთი დაბალი მაშია (მაღალყელანი წუღა (ფეხსაცმელი) და ერთი სასანთლე იდო. 

გაუკვირდა და თქვა: ეს რა არის და რა ფასი უნდა ჰქონდეს, რომ არაერთი უცხო და მძიმე თილისმა გადავლახე ამისთვისო? 

წამოვიდა და მივიდა ერთ ქალაქში. როცა ქუდი თავზე ეხურა, თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, არავინ პასუხობდა და ძალიან უკვირდა. როცა ქუდი მოიხადა, ყველამ ხმა გასცა. თურმე ქუდი უჩინმაჩინისა იყო, ვიდრე თავზე ეხურა, ვერავინ დაინახავდა.

პაპაჩემმა: 

- ქუდი გავიგე რა არის და დანარჩენებს რა ვუყო? 

შევიდა სახლში, ამოიღო სასანთლე და აანთო. როცა სანთელი დაანთო, ერთი დიდი, შავი და მაღალი ჭაბუკი წამოდგა, ხელს აკოცა და დადგა. 

პაპამა ჰკითხა: ვინ ხარო? 

მან მოახსენა: მე მაგ სანთლის მონა ვარ. ვისცა ეგ აქვს, მას ვემსახურებიო. 

პაპაჩემმა უბრძანა: 

- რა სამსახური შეგიძლიაო? 

მან მოახსენა: 

- ასეთს კაცი ვერაფერს მეტყვის, რა გინდ ძნელი საქმე იყოს, რომ არა გავაკეთოო. 

პაპაჩემმა ბევრი რამ შეუკვეთა და რაც უთხრა: მოსატანი მოუტანა, გასაკეთებელი გაუკეთა. 

მერე უბრძანა: ინდოეთში მინდა წასვლა და მალე მიმიყვანეო! 

სანთლის მონამ მოახსენა: 

- მე ამ სანთლის მსახური ვარ და რასაც ვაკეთებ ეს შემიძლია, სხვა ქვეყნებში ტარება მაშიის წესია. ჩაიცვი, ფეხი მიწას დაჰკარ და რომელ ქვეყანაშიც გინდა, წუთში მიხვალო. 

ქუდი თავზე დაიხურა, სასანთლე უბეში ჩაიდო, მაშია ჩაიცვა, ფერხი მიწას ჰკრა: ინდოეთში მივიდეო, და წუთშივე ინდოეთში გაჩნდა თავისი მეგობრის სახლთან.

როგორც კი მაშიის, სანთლისა და ქუდის საქმე სამივ გაიგო, ყველა ქვეყანა მოიარა. 

ერთ ქვეყანას დიდი მძლავრი მეფე მართავდა, უბრძანა სასანთლის მონას, ის მეფე მოაკვლევინა და თვითონ გამეფდა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ