მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4696 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბნელეთის პირას დასახლებული კაცი ვიყავი, გლახაკი და უპოვარი. ერთი ცოლი მყავდა და ერთი სახლი მედგა. 

ერთხელ მინდვრად მარტო მივდიოდი. ვნახე, მგელს პირით პატარა ყრმა მოჰყავს. შევუძახე. ყრმა დააგდო და გაიქცა. 

ავიყვანე ყრმა და ვკითხე: ვისი ხარ-მეთქი? 

მან მიპასუხა: ქაჯის შვილი ვარ, მგელმა მომიტაცა. რადგან გადამარჩინე, დამმალე; მამაჩემი მოვა ჩემს მოსაძებნად, ჩემს წონას თვალსა და მარგალიტს შემოგთავაზებს, მაგრამ ვიდრე თავისი მარნის კლიტეს (გასაღებს) არ მოგცემს, ნუ მიმცემ, შენ გეყოფაო. 

ჯირკში ჩავსვი და ჩემი წამოსასხამი მივაფარე. მოვიდა ქაჯი და მითხრა: 

- მგელმა შვილი მომტაცა: თუ იცი და მასწავლი, იმდენ ოქროს მოგცემ, სიკვდილამდე გეყოსო. 

მე დავიჟინე: ვიდრე მარნის კლიტეს არ მომცემ, არ იქნება-მეთქი. 

მარნის კლიტის მოცემა გაუჭირდა და შვილს დააბრალა, მან გითხრა, თორემ შენ რა იცოდიო და კლდე დამანახა: გასაღები ამ კლდეს მიადე და კარი გაიღებაო! თავად წავიდა. 

მივედი კლდესთან, კარი გავაღე. შევედი და შიგნით არაფერი იყო, მხოლოდ ერთი ვირი ება. მეწყინა და ვთქვი: ქაჯი იყო და მაცდუნა, თორემ იმდენ ოქროს მაძლევდა და ამ გასაღებს რა თავი ვიხლიდი-მეთქი. 

გაბრაზებულმა ვირს ჯოხი დავკარი. ვირმა უკნიდან "ხაზინა" გახსნა და სულ ოქრო და ვეცხლი გადმოყარა. როცა ეს ვნახე, ძალიან მეამა და ვირი შინ წამოვიყვანე. ცოლს ვახარე. შევიყვანეთ სახლში, დავაბით და ქვეშ ვარცლი შევუდგით. ვცემდით ხოლმე და ოქროს და ვერცხლს გვიყრიდა. 

გავიდა ხანი. გაავმპარტავნდი. აბანოში მივდიოდი და ვირზე შეჯდომა მომესურვა. 

ცოლმა დამიშალა: მაგ ვირს ნუ წაიყვანო! 

არ დავუჯერე. შევჯექი, წავედი, ვირი აბანოს კარზე დავაბი და შიგნით შევედი. თურე მეაბანოვე სხვაგან იყო. მოვიდა, აბანოს კარზე ვირი ნახა, ჯოხი დაჰკრა და აგინა. ვირმა თავისი "ხაზინა" გახსნა და ოქრო-ვერცხლი გადმოყარა. 

მეაბანოემ, რომ ნახა, ეამა, მოიპარა და სხვა მისი მსგავსი ვირი დამიბა. 

გამოვედი აბანოდან, ვირზე შევჯექი და წამოვედი. რამდენი ვცემე, მაგრამ ჩონჩორიკის (სკორე) მეტი აღარაფერი გამოყარა. 

დამიწყო ცოლმა ბრალდება და საყვედურები. წავედი ისევ მარნისაკენ, რაღაც კიდევ მეგულებოდა. მივედი და ერთი ხელსაფქვავი იდო. წამოვიღე დაღონებულმა, გამომადგება-მეთქი. 

სახლში დავბრუნდი. ხელსახვავი ბარაქიანი გამოდგა, თუ წაღმა მოვაბრუნებდი, რაც მინდოდა, ყველანაირ სასმელ-საჭმელს გამოალაგებდა. შემდგომ ამით დავიწყე თავის რჩენა. 

კიდევ გაავმპარტავნდი და მეფის მოწვევა მოვინდომე. 

ცოლმა დამიშალა: ნუ მოიწვევო! 

არ დავიშალე და მოვიწვიე. კარგად დავხვდი და გავუმასპინძლდი. ხელსაფქვავი მოეწონათ, წამართვეს და წაიღეს.

დავრჩი დაღონებული და ისევ მარნისაკენ წავედი. როცა შევედი, ერთი გოგრა ეკიდა. სხვა მის მეტი აღარაფერი იყო. წამოვიღე და წამოვედი. 

დაქანცული და მოწყენილი გზაზე დავჯექი. ჩემს უბედობას ვწყევლიდი, საკუთარ თავს ვაბრალებდი, ვსაყვედურებდი: ან აბანოს რას დაეძებდი, ან მეფის წვეულებას? ამისთანა ვირი და ხელსაფქვავი დაკარგე. ნეტა ოთხი კაცი მომაყენა ჯოხებით და იმდენი მირტყან, რომ სულ თავ-ბედი მაწყევლილონ.

გოგრიდან ოთხი კაცი ამოძვრა, იმდენი მირტყეს, ღონემიხდილი მიმაგდეს. როცა მოვისვენე, მეამა. 

წამოვიღე გოგრა, ცამოვედი ქალაქში და ვთქვი: ნეტა თორმეტი ათასი კაცი ამოვიდეს, მეფეს ვირი და საფქვეველი წაართვან და მომიტანონ-მეთქი! 

ამოძვრა ამდენი კაცი გოგრიდან, ჩაესივნენ ქალაქს, ვირიც და საფქველიც წაართვეს და მომიტანეს. 

ცოლმა მითხრა: სხვა ქალაქში წავიდეთ, ჩვენი ყოფნა აქ აღარ იქნებაო! 

ზღვით წავედით. აღელდა ზღვა, ხომალდი დაამტვრია; ყველა დაინთქა. მხოლოდ მე შევრჩი ფიცარს. ტალღამ ნაპირზე გამომაგდო. აქ მოვედი ამ დიდებას მივხვდი.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ