ნადირობის არაფერი ვიცი და რაც ვიცი გიამბობთ: მე სომხეთის მეფის ექიმი ვიყავი. ერთხელ მასთან ვიჯექი, როცა ერთი ცოდვილი კაცი მოიყვანეს. მეფემ მისი თავის მოკვეთა ბრძანა.
მე მცირედი დავაყოვნე და მაშინვე წამალი შევაგებე. როგორც კი იმ კაცს თავი მოკვეთეს, ის წამალი ყელში ჩავასხი და ტაფა ყელზე დავაკარი.
კაცი აღარ მოკვდა და თავის ნაცვლად ტაფა ება. სიკვდილამდე სამი-ოთხი შვილი ეყოლა და თავი არც ერთს არ ჰქონდა, წვრილი ტაფები ებათ თავების ნაცვლად.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი