სანადიროდ ვიყავი. მამალი ხოხობი ამიფრინდა. ქორი დავადევნე. მერე დედალი აფრინდა. აღარაფერი მქონდა და მათრახი ვტყორცნე.
მათრახის ბილდირგა (ხელის გასაყელი) ხოხობს ყელს გადაეცვა და გაფრინდა.
მეორე წელს შემოვიარე, იმ ხოხობს ლაპები დაეფრთიანებინა და ყელზე ყველას წვრილი მათრახები ეკიდათ.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი