ავაზა მყავდა, მამის დანატოვარი. ისეთი იყო, ნადირი ვერ გაექცეოდა. ერთხელ სენი შეეყარა და ორივე თვალით დაბრმავდა.
დავღონდი, რა არ ვუწამლე, მაგრამ ვერაფრით ვუშველე. მიმძიმდა მისი წახდენა. იმისთანა ავაზა აღარ იშოვებოდა.
ერთმა კაცმა მითხრა:
- მაგას თავზე კატა დააკარი და ნადირს დაადევნე; კატა მოძებნის და ავაზა შეიპყრობსო.
მართლაც ასე ვქენი და მას შემდეგ ავაზას ვერანაირი ხერხით ნადირი ვეღარ გაექცეოდა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი