წეროზე შავარდენი მივუშვი. შეიპყრო და ქვევით ჩამოიღო. მივედი და ვნახე: შავარდენს თავი აღარ ება.
ვთქვი: ნუთუ წერომ მოსწყვიტა-მეთქი! ვეძებე და ვერ ვიპოვე. როცა შავარდნის ქუდი ვნახე, თავიც შიგნით იყო.
თურე წეროზე მიშვების დროს, ქუდის შესაკრავი ვერ მოვუშვი და ძლიერ გამექნია; გაგდებაში თავი მომეწყვიტა.
შავარდნის სიკეთემ დიდად გამაკვირვა, უთავომ წერო შეიპყრო და მერე მოკვდა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი