ჩემს უხუცეს ძმასთან მოვიდა ერთი სნეული. ყველა ექიმს უკვირდა მისი სენი.
ძმამ ექიმებს უთხრა:
- ამ კაცს სხეულში პირდაქცეული დიდი მუწუკი აქვს; თვითონ არ გამოირწყვება, ნესტარი არ მისწვდება და წამალი არ დაედება, რა ვუყოთ?
ექიმებმა ვერაფერი თქვეს .
მაშინ მან ხუთი წურბელა მოყვანინა და ჩააყლაპინა.
კაცი მკვდარს დაემსგავსა. თურე წურბელა მუწუკს მოეკიდა და გახეთქა.
ჩემმა ძმამ დრო იხელთა და ერთი წამალი ჩაასხა, წურბელებიც წამოაგდებინა, მრავალი სისხლი და ჩირქი გამოადინა და მოარჩინა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი