ჩემი მეზობელი ხელმარჯვე დასტაქარი იყო.
მეორე მეზობელმა წვივი ისე დაილეწა, რომ ძვალი სრულებით დაიფქვა და აღარ შეერთდებოდა.
დასტაქარმა ხორცი გაუჭრა, ძვლები გამოუღო და მის ნაცვლად ვირის წვივი ჩაუდგა.
წამლებით უმკურნალა, შეუხორცა და მოარჩინა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი