რვა ძმანი ვიყავით. ერთხელ მომადგა ცოლი და მითხრა: თუ შენს ძმებს გაეყრები, ისე გაგამდიდრებ, წაჯე-უკუჯექის ცეცხლს აგინთებო.
მეტი ღონე აღარ მქონდა: გავეყარე ძმებს. ზამთარი იყო, ცოლმა ბუხართან დამსვა, დაანთო ცეცხლი. მოიტანა ჩალა და დააყარა. როცა ცეცხლი აგიზგიზდა, დამცხა და სკამი უკან წავდგი; როცა შემცივდა, სკამი ისევ წინ წავდგი.
ვკითხე: რა არის-მეთქი?
ცოლმა მითხრა: ხომ დაგპირდი წაჯე-უკუჯექის ცეცხლს და ეს არისო!
მას შემდეგ ასე მწუხარე დავიარები.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი