ოთხნი ძმანი ვიყავით ცოლიანები. მომადგა ჩემი ცოლი და ასე მითხრა: თუ შენს ძმებს გაეყრები, ისეთი ქალი ვარ, პურს პურით გაჭმევო.
დღე და ღამე არ მომასვენა.
როცა ძმას გავეყარე, ცოლს ვუთხარი: პურით პურის ჭამა რა არის, მაჭამე-მეთქი!
კორკოტი გააკეთა, წინ დამიდგა, ხელში პური მომცა და მითხრა: აჰა, პური პურით ჭამეო.
ოჯახი შემძულდა და გავეყარე.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი