ორი ამხანაგი ხევში ნადირობდნენ და ხევს გაღმა-გამოღმა გადიოდ-გამოდიოდნენ.
ერთს ამხანაგს დათვი გადაეყარა. დათვი დაეჭიდა და კაცი ქვეშ ამოიდო.
მეორე ამხანაგმა დაუყვირა:
- გაუშვი ეგ დათვი და წამოდი, სხვა საქმე გვაქვსო!
მან დაუძახა:
- დათვი არ მიშვებს, თორემ მე წეღანვე გავუშვებდიო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი