ერთმა ყოველგვარი სიბრძნით შემკულმა დიდმა ფილოსოფოსმა სოფელი დატოვა და განშორებულად უდაბნოში წავიდა. იქ დასახლდა და მარტო ლოცულობდა.
სხვა ექვსი ფილოსოფოსი, რომლებიც დიდი ცოდნის მიღების მსურველები და მოყვარულები იყვნენ, რაღაც საკითხზე შეკამათდნენ და ვერ გადაეწყვიტათ მართალი რომელი იყო. წავიდნენ უდაბნოში განდეგილი ფილოსოფოსის სანახავად და მას ჰკითხეს.
ფილოსოფოსმა დიდხანს ხმა არ გასცა, შემდეგ ისევ ჰკითხეს და მან ასე უპასუხა:
- თქვენ ყველა თქვენი მონაგები, ბევრი საუბრის სწავლისათვის წაგიგიათ, და მე ჩემი მონაგები და ეს სოფელი იმისთვის დავტოვე, რომ მდუმარედ ვიყო და არაფერი ვთქვაო.
მეტი არაფერი უთხრა დაა ფილოსოფოსები დარცხვენილები წამოვიდენ, უპასუხოდ.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი