ერთ ადგილზე მრავალი თეთრი ყარყატი ბუდობდა. ერთმა კაცმა ერთი-ერთი ყარყატის კვერცხები მოიპარა და ბუდეში ბატის კვერცხები ჩაუწყო.
გამოჩეკა ყარყატმა და დაზარდა, თვისი ბარტყები ეგონა.
როცა ბარტყები დაიზარდნენ, მოვიდა მამალი ყარყატი, ნახა, რომ ნაშიერები მსგავსი არ იყვნენ, შეჰყარა მისი თემის ყარყატები და ყველას უჩვენა.
დაიჭირეს უდანაშაულო დედა ყარყატი, მოკლეს და ტვინი ამოსწოვეს.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი