მელამ წერო სტუმრად მიიწვია და მოხარშავი ოსპი სპილენძის თეფშზე დაუსხა. შეუდგნენ ჭამას. მელა ენით სთქლიფავდა და წერო თეფშზე როგორ შეჭამდა? თითო-თითოს თუ აიღებდა.
მეორეს დღეს მელა წერომ მიიწვია და მუხარშავი მუხუდო პირვიწრო ქოთანში ჩაუსხა. შეუდგნენ ჭამას. წერო ქოთნიდან ნისკარტით მიირთმევდა, მელამ კი ქოთანში ტუჩი ვერ ჩაატია და როგორ შეჭამდა?
ეწყინა მელას, გადაემტერა და ჰაერი აამყრალა. წეროს ეწყინა და თვალებზე შეასკლინტა.
ანუ მათი სიტკბო და წვეულება რა იყო, რისხვა და მტრობა?
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი