მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17550 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი ძალიან მდიდარი კაცის ყურამდე ხმამ მიაღწია, მეორე კაცს ზღაპრული სიმდიდრე აქვსო.

მრავლის მქონე მდიდარმა თქვა: 

- ჩემი სალაროს (საგანძურის) რიცხვი არც კი ვიცი, ჩემდენი სიმდიდრე მეფეებსაც არა აქვთ და მაინც იმ კაცის სიმდიდრეს უფრო აქებენ. წავალ და ვნახავ რა საუნჯის მფლობელიაო!

მივიდა და სთხოვა: შენი სალარო მაჩვენეო.

წაიყვანა მდიდარმა, ხორბლითა და ქერით სავსე ურიცხვი ბეღლები უჩვენა და მხიარულად უთხრა: ღმერთს ჩემთვის ესოდენ დიდი წყალობა მოუნიჭებიაო! 

მდიდარმა მასაც აგინა და მასთან ერთად ყველას, ვინც მის დიდებას აქებდა, უთხრა: რაც შენ პური გაქვს, იმდენი მარგალიტი მაქვს, მაგრამ სიმდიდრედ არ მიმაჩნიაო, და წავიდა. 

მომავალ წელს ისეთი შიმშილობა ჩამოვარდა, რომ პურის სახსენებელი აღარსად იყო, დაიმშა მთელი ქვეყანა. 

მდიდარმა, პურით მდიდარს კაცი გაუგზავნა, თვალ-მარგალიტი მიუძღვნა, მაგრამ მან პასუხი არ გასცა. შემდეგ აქლემებს უამრავი თვალ-მარგალიტი აკიდა და პურს შეევაჭრა,, მაგრამ პურით მდიდარმა ყოველგვარი ფასი უარყო და შეუთვალა: 

- არ გეგონოს, რომ რაიმე ფასად პურს მოგყიდი; თუ ცოლს გამომიგზავნი, რამდენიც გინდოდეს, წაიღეო! 

როცა ეს გაიგო, მდიდარი დაღონდა და თქვა: თუ ცოლი მივეცი, ამხანაგებს რა ვუთხრა, ან  პური ვისთვისღა ვიყიდო; თუ არა და, პურს არ მომცემს და შვილები დამეხოცებიანო. 

სხვა გზა რომ აღარ დარჩა, შესვა ცოლი ცხენზე და გაუგზავნა. 

როცა მდიდარმა მისი ცოლის მისვლა გაიგო, უთხრა: რადგან შენმა ამპარტავნმა და მაგინებელმა ქმარმა თავი ასე დაიმდაბლა, რამდენი პურიც გნებავს, წაიღე და წადიო! 

გულუხვად დაასაჩუქრა და გაუშვა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ