სოფელ დარბანდში თივის მთიბავები ცხენებზე ისხდნენ და ხელთ ცელები ჰქონდათ. თივის გამო წაკამათდნენ და ცელის ტარს ჩააფრინდნენ:
- აქამდე ჩემიაო!
- არა ჩემია, სამანი (საზღვარი) ეს არისო!
ერთი მეტად გაგულისდა. თურმე ცელის ტარი მოკლე იყო და ცხენით რომ ჩააბჯინა: აქამდე ჩემიაო! - ცელის პირი კისერში მოხვდა და თავი მოკვეთა.
მისი თივა მეორეს დარჩა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი