ერთი კუ და მორიელი დამეგობრდნენ, დაადგნენ გზას და მდინარე დახვდათ გასავლელი. მორიელი დაღონდა, ცურვა არ იცოდა და ნაპირზე გასვლა არ შეეძლო.
კუმ უთხრა:
- ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი კუს ზურგზე. როცა კუ წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო.
კუმ ჰკითხა:
- ძმაო, რას აკეთებო?
მორიელმა უპასუხა:
- რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთი გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვუკბინოთო.
კუმ ჩაყვინთა, მორიელი წყალს გაატანა და უთხრა:
- ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ თუ ჩემი გვარი შხამიან ხორცს არ ჩამოიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი