ვეზირმა მეფის შვილს იგავი უთხრა:
სამი უმეცარი კაცი ერთი დიდი მდინარის კიდეს შეიყარა. სამთავეს თან ცოლები ჰყავდათ. წყალში ერთი მცირე ნავი იპოვეს, რომელზეც ორზე მეტი კაცი ვერ დაეტეოდა. ამ მდინარეზე ექვსივე ასე გადაიყვანე, რომ ერთმა მეორის ცოლი ვერ მოიხელთოსო!
მეფის შვილმა იგავი ასე ამოხსნა:
- კაცების სახელები იყოს: მელასი, მეტური და მარასანი. ჩაჯდეს ნავში მელასი ცოლთან ერთად და გადაიყვანოს მეორე ნაპირზე, თავად კი უკან დაბრუნდეს.
შემდეგ ცოლები გადაიყვანონ მეტურმა, მარასანმა და დაბრუნდნენ უკან.
ჩაჯდეს ნავში მელასის ცოლი და დაბრუნდეს ქმართან.
ჩასხდნენ ნავში მეტური და მარასანი და გადავიდნენ თავიანთ ცოლებთან. მეტურმა ჩაისვას ნავში ცოლი და დაბრუნდეს მელასთან და მის ცოლთან.
მეტურმა და მელასმა ცოლები დატოვონ და გადავიდნენ მარასანთან.
ჩაჯდეს ნავში მარასანის ცოლი, გამოვიდეს და გადაიყვანოს მელასის ცოლი.
მერმე ნავიში ჩაჯდეს მეტური, დაბრუნდეს და გადაიყვანოს თავისი ცოლი.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი