რუქამ უთხრა მეფის შვილს:
ერთ ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ბულული თივა თითო-თითოდ ისე გადაიტანე, მგელმა თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოსო.
აიყვანა მეფის შვილმა თხა, გავიდა ხიდის ბოლოში და დატოვა. გამობრუნდა, აიყვანა მგელი, გადავიდა ხიდზე, მგელი იქ დატოვა და თხა უკან გამოიყვანა. დასვა თხა, აიღო თივა, გადავიდა ხიდზე და დატოვა მგელთან. გამობრუნდა უკან და თხაც გადაიყვანა.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი