ინდოეთის მეფე აბანოში ბანაობდა და დალაქი თავს პარსავდა. როცა სამართებელი ყელთან მიადო, დალაქმა მეფეს უთხრა: შენი ასული შემრთეო.
გაუკვირდა მეფეს და ასულის შერთვას დაჰპირდა.
გამოვიდა მეფე აბანოდან და ვეზირებს ჰკითხა:
- როგორ შემომკადრა ქალის თხოვაო?
ვეზირებმა მოახსენეს:
- ფეხი სიმდიდრეზე ედგა და ამან ათქმევინაო.
მოთხარეს აბანოს ძირი და სულ ოქროთი და ვეცხლით იყო სავსე.
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი