მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 22209 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი გაძვალტყავებული და დაუძლურებული ვირი გლახაკ პატრონს გაეპარა და მთაზე დაიდო ბინა. 

ადგილი დიდებული იყო: დიდი ჩანჩქერი ჩამოდიოდა, წყალის პირას მშვენიერი ხეები და ყვავილოვანი მწვანე მდელოები იწონებდნენ თავს. თურე ვეფხვის საცხოვრებელი ყოფილა და ვირი იქ დასახლდა. 

ვეფხვი სანადიროდ იყო. როცა დაბრუნდა და ვირი დაინახანა, ეუცხოვა და დიდად შეეშინდა. ვირმა კი ვეფხი რომ დაინახა, იფიქრა, ჩემი სიკვდილის მოციქული გამომეცხადაო, ყურები დაცქვიტა და მთელი ხმით დაიყროყინა. ვეფხს ისეთი შიშის ზარი დაეცა, რომ გზა-კვალი ვეღარ გაიგნო და დამფრთხალი კლდეებისკენ გაიქცა. 

მიმავალს მელა შემოეყარა. მელამ უგუნებობა შეატყო, თაყვანი სცა და ჰკითხა: ნადირთ მეფეო, სად მიბრძანდები, ასე რამ დაგაღონაო? 

ვეფხვმა უპასუხა: ჩემს სამეფოში ერთი უცხო ბუმბერაზი დასახლებულა, მისი შიშით სახლში აღარ დამედგომებოდა, გამოვიქეცი და ამან დამაღონაო! 

მელამ დაწვრილებით გამოკითხა "უცხო მუმბერაზის" ამბავი და ვეფხვმაც ყველაფერი აუღწერა: მისი სახე, ფერი, ოთხფეხობა, ყურდიდობა და შემზარავი ყროყინი. 

მელამ დაამშვიდა: 

- ეგ ვირია, ნუ გარბიხარ, მე გავაძევებ და თქვენს სამფლობელოში უზრუნველად მოისვენეთო! 

ვეფხვმა არ მოუსმინა დაა გზა გააგრძელა. მელაც მას გაჰყვა.

წინ მგელი შემოეყარათ, მგელმა ვეფხვს თაყვანი სცა და მელას ჰკითხა: 

- რა გაჭირვებია, სად მიბრძანდებაო? 

მელამ მგელს უამბო: ვირს გამოექცა შეშინებული და გარბის, დავუშალე და არ გამიგონაო. 

მგელმა ვეფხვი დაამშვიდა: ნუ სწუხხარ, ჩემი სადილია, გვარიანად მშია და შევექცევი, დარდი ნუ გაქვს მისი საქმე მე ვიციო! 

ვეფხვმა უთხრა: თუ ჩემი ღალატი არ გნებავთ და მართალს მეუბნებით, ერთი თოკი მოიტანეთ, შუაში მე მოვებმები, აქეთ ერთი მომებით, იქით მეორე. ერთად მივიდეთ და თუ რამე დაგვემართა, სამივეს ერთნაირად დაგვემართოსო! 

წავიდა მელა, თოკი მოიპარა და მოიტანა. სამივენი ჩაებნენ თოკს და ვეფხვის საცხოვრებელში ერთად მივიდნენ. როცა ვირმა ესენი ერთად მისული დაინახა, ძალიან შეშინდა და საშინელი ყროყინი მორთო. ვეფხვი უარესად შეშინდა, მრჩევლებს აღარ მოუსმინა, თოკი მოზიდა და ორივენი დაახრჩო, თვითონ გარდაიხვეწა.

გავიდა ხანი; ვეფხვს შინ დაბრუნება მოუნდა: მე სხვა ადგილზე ვერ ვიცხოვრებ, წავალ იმ ბუმბერაზთან, იქნებ დამინდოს და მიყმოს; ჩემსა საცხოვრებელში მაინც ვიქნებიო. 

მივიდა ვირთან დიდი კრძალვით და შეეხვეწა: მიყმე და მიმსახურეო.

ვირმა უბრძანა: 

- რადგან მეყმე, შეგიფარებ, ჩემს სახლს ჩაგაბარებ და ორ შეცდომასაც გაპატიებ, მაგრამ მესამეს ერიდეო! 

ცხოვრობდნენ ასე ერთად, მაგრამ ერთმანეთის ეშინოდათ: ვეფხვს - ვირის, ვირს კიდევ - ვეფხვის.

ერთხელ როცა ვირს ეძინა, ვეფხვს ნავარდი მოუნდა და წყალში ჩახტა, ჭავლს კუდი დაჰკრა და წვეთები ვირს მიეშხეფა; ვირს გაეღვიძა, იწყინა და დიდად დატუქსა. 

მეორედ ვირი ღრმა წყალში ჩავიდა, წაიქცა და იხრჩობოდა. შეიჭრა ვეფხვი წყალში, ბატონს მიეხმარა და სამშვიდობოს გამოიყვანა. ვირი მიზეზს ეძებდა, იქნებ ვეფხვი მოვიშორო და გაუჯავრდა: კალმახზე ვნადირობდი და რად გამომიყვანეო? 

ვეფხვს მესამე შეცდომის შიში ჰქონდა და იმ ადგილებიდან გადაიხვეწა; მისი სამფლობელო კი ვირმა დაისაკუთრა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ