მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14737 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი თვალხილული კაცი მიდიოდა და თან ოცი მარჩილი (ვერცხლის ფული) ჰქონდა. გზაზე ერთი უსინათლო და უწინამძღვრო გლახაკი შემოეყარა, რომელიც ჯოხის ცეცებით მიიკვლევდა გზას. 

თვალხილულმა თქვა: ერთი გამოვცადო, ეს ბრმა როგორი კაციაო! წავიდა, განგებ დაეტაკა და დაიყვირა: რად დამეტაკე ბრმას, რომელსაც წინამძღვარიც არ მყავს და დამარეტიანე, ღვთის არ შეგეშინდა, ასე რომ მიყავიო? 

ბრმამ უპასუხა: მეც ბრმა ვარ და ჯოხით დავდივარ, შემთხვევით დაგეტაკე, ნუ მაბრალებო! 

დასხდენ და დაიწყეს გულითადი საუბარი. თვალხილულმა უთხრა ბრმას:

- თხოვნით ნაშოვნი ოციოდე მარჩილი მაქვს და არ ვიცი, რომელია წმინდა ვეცხლი და რომელი არაო.

ბრმამ უპასუხა:

- ვიდრე თვალი მიჭრიდა, ვეცხლზე ვმუშაობდი და მე ვჭრიდი. მომეცი, ხელით გამოვიცნობ რომელია ყალბი და რომელი ნამდვილიო.

მისცა თვალხილულმა მთელი ფული. ბრმამ ფული სარტყელში გაახვია, გაეპარა და ხნულში ჩაწვა, ეგონა დავემალეო. როცა დაიგვიანა, თვალხილულმა ძახილი დაუწყო: 

- სად ხარ, რატომ დაიგვიანეო? - და დაუწყო ვედრება: 

- ნუ წამართმევ უსინათლოს, მრავალი ჭირითა და სიმწრით მიშოვნია, ჩემს ცოდვას ნუ დაიდებო! 

ბრმას თვალხილული მართლა ბრმა ეგონა, იმალებოდა და ხმას არ იღებდა.

თვალხილულმა ვედრება დაასრულა, აიღო ერთი ქვა და თქვა: ღმერთო, თუ ეს კაცი ფულის წართმევას მიპირებს, ეს ქვა ფეხებზე დაჰკარიო!

ესროლა ქვა ბრმას და ფეხებზე მოარტყა. ბრმა ადგა და სხვაგან დაწვა, ეგონა გავიპარეო.

აიღო თვალხილულმა კიდევ უფრო დიდი ქვა და ღმერთს შეევედრა: მე უსინათლოს, ამდენი ნაწვალები მომპარა და თუ მართალი ვიყო, ეს ქვა ბეჭებზე დაჰკარიო!

სტყორცნა ქვა ბრმას და ბეჭებზე მოარტყა.

ბრმამ ამასაც გაუძლო და ხმა არ გასცა. ისევ გაიპარა და სხვაგან დაწვა. 

თვალხილულმა მესამე ქვა აიღო და თქვა: ღმერთო ეს ქვა შუბლზე დაჰკარო. 

ბრმამ იფიქრა: ორი ქვა სადაც დანიშნა და დამკრა, თუ მესამეს შუბლში დამკრავს, მოვკვდები და ეს ვეცხლი ვის რა ოხრად დარჩებაო!.. და დაუყივლა:

- ძმაო, რატომ წუხხარ, მინდა კარგად გავარჩიო ფულის ავ-კარგი და მოგცემო.

თვალხილულმა აგინა და უთხრა:

- ბოროტი ხარ! ბრმა, თვალხილულს ვერცხლსა მპარავო!

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ