მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 23007 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყო ორი ძმა. ერთი სახლში უსაქმოდ იჯდა. მეორე კი მეფესთან მსახურობდა. ტყუილის თქმის ნიჭი ჰქონდა და მეფეც გულუხვად ასაჩუქრებდა.

შინ მყოფი ძმა უმეცარი (უცოდინარი) იყო და ძმას ეუბნებოდა: 

- მე შენი ტყუილებით თავის რჩენას ვერ დავჯერდები; თუ შენ გწყალობს მეფე, განა მე ტყუილს ვერ მოვიგონებ, რომ მეც რამე მიწყალობოსო? 

ცრუ ძმა პასუხობდა: მე რა ტყუილსაც ვამბობ, მეფეს სიამოვნებს. შენ არაფერს გაკლებ და გაყვედრი; რა განაღვლებს? - შენთვის იყავიო! 

მაგრამ ძმამ არ დაუჯერა, მივიდა მეფესთან და მოახსენა: 

- ზეციდან ძაღლების ყეფა მესმისო! 

მეფემ მისი მოკვლა უბრძანა: ესეთი ტყუილი როგორ მკადრაო! 

მოვიდა მისი ცრუ ძმა მეფესთან და მოახსენა: 

- ჩემი ძმა მწყემსია და ბრიყვი, თორემ ტყუილს არ იტყოდა; ალბათ არწივმა ძაღლის ლეკვს აიტაცა ცაში და სიმაღლიდან მისი წკავწკავი შემოესმა. სიბრიყვით ვერ განსაჯა და ძაღლის ყეფად მოგახსენათო. 

ეამა მეფეს, აღარ მოკლა უსაქმური ძმა და კაბა (ხალათი) უბოძა. 

მატყუარა ძმამ უთხრა უსაქმურს: ხომ ხედავ სიკვდილს გადაგარჩინე, არ იცი მეფესთან საუბარი და შინ წადიო!

მაგრამ ძმამ მეფის ნაჩუქარი კაბა რომ ჩაიცვა, უფრო დიდი ტყუილის თქმა მოინდომა, ისევ მივიდა მეფესთან და მოახსენა: 

- ერთ ირემს ისარი ვტყორცნე, ყური და ფეხი მოვკვეთე, დაეცა, შეიწვა და შემწვარი მჟავე საწებლით ვჭამეო. 

დიდად იწყინა მეფემ ტყუილი და ისევ მისი მოკვლა ბრძანა. შეებრალა ძმას, წარსდგა მეფის წინაშე და მოახსენა: 

- წეღან თქვენს მეფობას ვკადრე, რომ ჩემი ძმა უცოდინარი და ავისმთქმელია-მეთქი, მაგრამ ისრის მოხმარება კარგად იცის. თურმე ირემი ყურს იფხანდა, ისარი იმ დროს უსვრია და ფეხი და ყური ორივე ერთად მოუკვეთია. ირემი დაცემულა. ისრის პირი ბასრი იყო, თურე იქვე მდებარე ტალს (კაჟი) - კვესად მოხვედრია და ცეცხლი გაჩაღებულა; ჩალას მოსდებია და ირემი შეუბრაწავს; იქვე მსხმოიარე მოცხარის ხე მდგარა და შემწვარ ირემს ზედ დასჭყლეტია, იგი უჭამია, მჟავვ საწებელი ჰგონებიაო. 

ამ ტყუილით ისევ გადაარჩინა ძმა სიკვდილს და სახლში გაისტუმრა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ