თავრიზის ქვეყანაში ერთი ქურდი ცხოვრობდა. სხვას რომ ვერაფერს მოიხელთებდა, მკვდარს ამოთხრიდა, სუდარას გახდიდა, შეღებავდა და ყიდდა.
შეწუხდა ქვეყანა ქურდის მოქმედებით და ყველა მის სიკვდილს ნატრულობდა.
ერთხელაც მოკვდა ქურდი და ერთი ვაჟი დარჩა, რომელმაც ისეთი ქურდობა დაიწყო, მეტი არ იქნებოდა: მკვდარს ამოთხრიდა, სუდარას გახდიდა, მკვდარს კი ძელზე აცვამდა.
ხალხმა მამამისს ლოცვა დაუწყო: იგი სუდარას ხდიდა და ყიდდა, მკვდარს ძელზე მაინც არ აცვამდაო!
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი