ერთი მგელი ვირს მიუვარდა და შეჭმა დაუპირა.
ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ და სიკვდილის წინ ერთი ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში (ჩლიქში) ლურსმნის ნატეხი დამრჩა და ამომიღეო!
მგელმა ჩლიქთან ლურსმნის ამოსაღებად პირი მიიტანა, მაგრამ ვირმა წიხლი ჰკრა და კბილები სულ ჩაუმტვრია.
უკბილო მგელმა ვირი ვეღარ შეჭამა და თქვა:
მამაჩემი ხარაზი (მკერავი) იყო, მე ნალბანდობას (მჭედლობას) რა მრჯიდაო?
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი