მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 17572 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ სოფელში ძალიან ღარიბი ქოსა ცხოვრობდა. ერთი უსხი (ნასუქი საქონელი) ჰყავდა. ერთხელ ქოსამ უთხრა ცოლს: ამ საქონელს გავყიდი, იქნებ შენთვის და ჩემთვის სამოსელი ვიყიდოო. 

წაიყვანა საქონელი ქალაქში. გზად სხვა ქოსა შემოეყარა, ევაჭრა და სამი მარჩილი აძლია. ამან ოთხი დაუფასა. ვერ მორიგდნენ. 

წავიდა მოქალაქე ქოსა, ბაზრები დაირბინა და ყველა ყასაბი გააფრთხილა: ერთ ქოსას ნასუქარი საქონელი მოჰყავს გასაყიდად და ყველამ უთხარით: თხა არის და თხის ფასად ვიყიდითო. 

ქოსა ყადთანაც მივიდა, ყველაფერი გაანდო და საქონლის ტყავს დაჰპირდა. 

როცა ყასბებმა საქონლის პატრონი ქოსა დაინახეს, ყველა მათგანმა ნახევარი მარჩილი შეაძლიეს: ეგ თხა მომყიდეო! 

იწყინა ქოსამ და უთხრა: აქლემის ოდენა საქონელში თხის ფასს მაძლევთო? 

მათ უპასუხეს: თხა არისო!

შეკამათდნენ და ყადთან წავიდნენ საკითხავად. ყადმაც ბრძანა - თხა არისო! საქალამნე ტყავი ერგებოდა და ქოსას რას დაეძებდა? 

მისცეს ნახევარი მარჩილი ქოსას, საქონელი წაართვეს და დაკლეს. გულნატკენმა ქოსამ თქვა: არაკად თქმულა: თხის პატრონს აღარც თხის კუდიო? მაგისი კუდი მაინც მომეცითო! 

გამოართვა კუდი და წავიდა. 

გავიდა ცოტა ხანი, ყადს ცოლი მოუკვდა. გაიგო ქოსამ, გამოართვა ცოლს ლეჩაქი (თავსაბურავი) და სამოსელი, ქალივით გამოეწყო, საქონლის კუდი შიგნიდან შემოირტყა და მივიდა ყადის კარზე. 

გამოვიდა ყადი და ქალად გადაცმული ქოსა რომ ნახა, მომჩივანი ეგონა. მან მოახსენა: მომჩივანი არა ვარ, ქვრივი და უპატრონო დავრჩი და ვინც შემინახავს, ვემსახურებიო. 

ყადს ეამა, ცოლი აღარ ჰყავდა და მასთან დაწოლის სურვილი აღეძრა. შეიყვანა შინ ქალი და მსახურებს უთხრა: ამაღამ წადით, სახლებში მოისვენეთო!

ქალმა როგორც კი დრო იხელთა, ყადს უთხრა: თუ სრულად არ გაშიშვლდები, ჩემთან ვერ დაგაწვენ, ასე ვარ მიჩვეულიო. 

მოტყუვდა ყადი, გაშიშვლდა. ქოსამ ძროხის კუდი მოიხსნა და ყადს უთხრა: ეს რისი კუდი არისო? 

ყადმა უპასუხა: ძროხის არისო. 

ქოსამ უთხრა: მაშ, თხად რად გამაყიდინეო? 

დასცა ძირს ყადი და იმდენი სცემა კუდით, სანამ მკვდარს არ დაამსგავსა. მსახურნი შორს იყვნენ და ვერ მიეშველნენ.

ქოსამ კარი გამოიხურა და წავიდა. 

როცა გათენდა და მსახურები მოვიდნენ. ყადი არ გამოვიდა. შევიდენ და ნახეს ცემისგან დასივებული ყადი. ქალი აღარსად იყო. ყადი ძლივს მოაბრუნეს და ყოველივე მომხდარი შეიტყვეს. 

როცა ყადი მოკეთდა, აბანოში შესვლა, ნაცემების ზეთებით დაზელა და  მკურნალობა მოისურვა. 

შეიტყო ქოსამ, მეაბანოესთან მივიდა და უთხრა: ხელმარჯვე დალაქი ვარ და აქ მიმსახურეო. 

ეამა მეაბანოვეს და უთხრა: იღბლიანი ხარ, დღეს ყადიც აქ მობრძანდებაო. 

არდაგს (წინსაფარი) შიგნით ძროხის კუდი შემოირტყა და ყადს დაელოდა. 

როცა ყადი მივიდა, ქოსამ ძალიან კარგი სამსახური გაუწია. ეამა ყადს და დაზელა უბრძანა. დალაქმა ქოსამ მსახურებს უთხრა: როცა დაზელას დავუწყებ, ტანმტკივანია, კვნესას და ყვირილს დაიწყებს და ნურავინ შემოხვალთ. თუ რამე მოუნდა, მე გამოვალ და გეტყვითო. 

როცა მსახურები გაიტყუა, დაკეტა კარი ქოსამ, ძროხის კუდი გამოაძრო და ყადს ჰკითხა: რისა არისო? 

ეხვეწა და აფიცა ყადმა, მრავალ რამეს დაპირდა, მაგრამ ქოსა არ მოეშვა: ამდენი სცემა, სიკვდილის პირამდე მიიყვანა. 

გამოვიდა ქოსა და მსახურებს უთხრა: სძინავს, ნუ შეხვალთ, ძილი არ გაუკრთოთ! მე წამლის მოსატანად მივდივარო. 

ჩაიცვა ქოსამ ტანთ და წავიდა. 

როცა მსახურები შევიდნენ, ნახეს ძლიერ ნაცემი და დასივებული ყადი. საკაცეზე დააწვინეს, შინ წაიღეს და მოასვენეს. როცა სული მოითქვა, ყადმა თქვა: მე ამ ქოსას აქ ვეღარ დავუდგები, რამე ფათერაკში კიდევ გამხვევს, აქლემები იქირავეთ, ქაბას (არაბთა სალცავი) წავალო. 

როცა მსახურებმა აქლემების ძებნა დაიწყეს, ქოსამ მეაქლემეს სამი დღის საფასური მისცა და აქლემები ყადის სახლთან ჩაატარა. იკითხეს აქლემები და მან უთხრა: კაცს ვეძებ, ვინც აქლემებს იმიზდებს (იქირავებსო). 

მსახურებს ეამათ, ყადს მოახსენეს და აქლემები იქირავეს. ყადი კუბოში ჩასვეს და აქლემს აჰკიდეს. ყადმა რაც ქონება ჰქონდა, ყველა თან წაიღო. 

მეაქლემე ქოსა გზადაგზა კარგ ზღაპრებს უამბობდა და ყადს აამებდა. ყადმა მსახურებს უბრძანა: წინ წადით, სოფლად სადგომი, ქერი, ბზე და ნუზლი (საგზალი) მოამზადეთ და მე და მეაქლემე ნელა წამოვალთო! 

როცა მსახურები გაშორდნენ, ქოსამ ყადს ზღაპრად მოუყვა, რაც მას და ყადს გადახდომოდათ.

ყადმა უთხრა: ეგ ბევრჯერ მსმენია, სხვა მიამბეო.

ქოსამ უთხრა: მე ეს მიწვავს გულს და ამას ვიტყვი, სხვა რას მიქვიანო.

ჩამოაგდო აქლემიდან ყადი და იმდენი სცემა ძროხის კუდით, სანამ სული არ ამოხადა. 

ქოსა გამობრუნდა, აქლემები პატრონს დაუბრუნა და ქონება თავისთვის წაიმოიღო. 

ცოლმა ჰკითხა: ვინ მოგცაო? 

ქოსამ უპასუხა: ჩემი საქონლის ფასიაო. 

ცოლმა უთხრა: ვეჭვობ, შენი საქოლის ფასი ათმაგად ამოგიღიაო.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ