მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 73190 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ძველ ნასოფლარზე ერთი მელა დაცანცარებდა. ერთ ადგილზე, ლილით სავსე სამღებროს ქვევრი პირღია დარჩენილიყო. მელა აქეთ-იქეთ სიარულში ამ ქვევრში ჩავარდა, ამობობღდა და ნახა, რომ შავად შეღებილიყო.

მელა გზას გაუდგა და ერთი მამალი შემოეყარა. მამალმა ჰკითხა მელას:

- რა დაგმართნიაო? 

მელამ უთხრა:

- ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცოდვა ჩავიდინე, ახლა ჭკუას მოვუხმე, ბერად შევდექი და იერუსალიმს მინდა წავიდეო. 

მამალმა უთხრა: რადგან ცოდვებისაგან ხელი აგიღია და კეთილ საქმეს იმრავლებ, მეც წამიყვანე, მადლიაო! 

მელმან წაიყვანა მამალი და გზა გააგრძელეს. 

შემოეყარათ ძერა: ვხედავ მელას უცდუნებიხარ, ვის მისდევო?  - უთხრა ძერამ.

მამალმა უპასუხა: მელა ბერად შემდგარა, იერუსალიმში მიდის და ამიტომ მივსდევო. 

მოეწონა ძერას მამლის პასუხი და ისიც გაჰყვა მელას.

გზაში ოფოფი შემოეყარათ, და როცა იერსუსალიმის ამბავი გაიგო, მელას ისიც გაჰყვა. 

მელა ფრინველებს საკუთარი სოროსაკენ გაუძღვა, თან თავისი მოხერხებული ენით ტკბილად ეუბნებოდა:

- შვილებო, იერუსალიმში მოძღვრის გარეშე არ მიისვლება. აღსარება უნდა ჩამაბაროთ, ცოდვები მოინანიოთ და ისე წავიდეთო. 

ისინიც დამორჩილდნენ. მელამ ისინი სოროში შეიყვანა - სამოძღვრო სახლიაო. თვითონ კარებთან დაჯდა და უთხრა: ორი ცოდვის შენდობა შემიძლია და მესამის კი ვერაო. 

მათ მადლობა მოახსენეს: თუ ორს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო? 

ფრინველებს თავი უმწიკვლონი ეგონათ, მელა კი მიზეზს ეძებდა. 

მელამ პირველ მოწაფეს, მამალს უბრძანა: ღმერთმა მამლის ყივილი გამთენიისას ბრძანა და შენ ვახშმისთვის უკან რად გადასწევ ხოლმეო? მამალმა შენდობა ითხოვა და აღთქმა დადო, - მეტს აღარ ვიზამო. მელამ შეუნდო. 

მეორე უთხრა: ყველა კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათსაც არ სჯერდები. თუ ვინმე ამახანაგი დაიბრიყვე, ცოლს მასაც ართმევო. მამალმა ისევ დადო აღთქმა - აღარ ჩავიდენო. მელამ ისევ შეუნდო. 

მესამე უთხრა: მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ შენს დღეში ცხენზე არ მჯდარხარო? მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა მელამ თავი და წინ დაიდო. 

მელამ ეხლა ძერას უბრძანა: ავი მგალობელი ხარ, არც სტვენა გივარგა და არც ძახილი, მუდამ რად ყივიო? ძერამ აღთქმა დადო, აღარ ვიყივლებო და მელამაც შეუნდო. 

მერე მეორე უთხრა: ღმერთმა საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცა. ერთს ქვრივს სარჩოდ ერთი ქათამი ეგულება, დასვამს საბუდარზე, შენ კი მიხვალ და წიწილებს მოსტაცებო. ძერამ აღუთქვა, - აღარ მოვტაცებო და მელამ ესეც შეუნდო. 

მესამე უთხრა: ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, გიდი ამიტომ დაგირქვამსო? მოსწყვიტა თავი და დაიდო წინ. 

სანამდე მელა ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდე ოფოფმა ისეთი ხერხები მოიფიქა, მელას ოსტატობით გადაამეტა. 

ჰკითხა მელმან ოფოფსა:

- ეს თომარ- ჯიღა (სამეფო გვირგვინი) ვინ მოგცაო? 

ოფოფმა უპასუხა:

- სოლომონ ბრძენმა თავისის ხელით დამახურაო. 

მელამ უთხრა:

- მოწმე ვინა გყავსო? 

ოფოფმა უთხრა:

- ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო. 

მელას სიხარბით და მსუნაგობით ჭკუა და გონება დაეფანტა; გულში თქვა: ეს ოფოფი ერთ ლუკმად არ მეყოფა და მსუქან ბატს და იხვს ერთ კვირასაც ვიმყოფინებო. 

ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს... მელამ მამალიც და ძერაც იქვე შეუჭმელი დატოვა და ოფოფს გაჰყვა. 

ოფოფმა მელა ერთს ხევში ჩაიტყუა, სადაც მონადირე დახვდა ქორით, მწევრითა და ძაღლებით. 

ოფოფი მონადირეს წინ დაუჯდა. მონადირეს სეფქა (ისარი) უნდა ესროლა, მაგრამ ოფოფი აფრინდა და მელასთან ახლოს დაჯდა. მიჰყვნვნ მონადირენი. ოფოფი ისევ აფრინდა და იმდენი ქმნა, მელამდე მიიყვანა. მეძებრებმა კვალი აიღეს, მელა წინ გაიხტუნეს, დაეწივნენ და ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთიანეს.

ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა.

ოფოფმა დაუძახა:

- მელა, მოწმე ვერ გიშოვნეო!

მელამ უპასუხა:

- როცა მოძღვარი აღსარებას სამოწმედ გაიხდის, უარესიც დაემართებაო! 

ოფოფმა ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას არაფერი ეშველა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ