იყო ერთი მკერავი, რომელიც ქსოვილებს ჭრიდა და ბევრსაც იპარავდა. ერთ ღამეს სიზმარი ნახა: თითქოს პირში ხე ამოსვლოდა და ყოველი მოპარული ქსოვილის ნაჭერი ტოტებზე ეკიდა.
როცა გაეღვიძა, შეშინდა და შვილს უთხრა: როცა შემამჩნევ რომ ქსოვილის მოპარვა დავაპირო, ხე მომაგონეო!
ერთხელ ერთმა დიდებულმა, მკერავს უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. როცა მკერავმა ქსოვლის მოპარვა დაიწყო, შვილმან ხე მოაგონა.
ეწყინა მკერავს და გაბრაზებულმა უთხრა:
- ასეთი ნაქსოვი როდის ეკიდა იმ ხეზეო?
სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი